თბილისის „დინამომ“ წინასეზონური შეკრება გამარჯვებით დაასრულა

© ФК "Динамо" Тбилисиთბილისის "დინამოსა" და ყირგიზეთის "აბდიშ-ატას" შეხვედრა
თბილისის დინამოსა და ყირგიზეთის აბდიშ-ატას შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის დინამოელებმა წინასეზონური მზადების ფარგლებში ხუთი მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან ოთხი მოიგეს, გაიტანეს 10 გოლი და ორი საკუთარ კარში გაუშვეს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ წინასეზონური შეკრება თურქეთში ყირგიზულ გუნდ „აბდიშ–ათაზე“ გამარჯვებით დაასრულა (2:0), იუწყება თბილისის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებს ერთმანეთის მოყოლებით ქმნიდნენ. თამაშის პირველ ნახევარ საათში თავი გამოიჩინეს ოთარ კვერნაძემ, გია ჩადუნელმა და გიორგი ზარიამ. მაგრამ ბოლო სტადიაში მოთამაშეებს სიზუსტემ და იღბალმა უმტყუნა.

კახა კაჭარავას აღსაზრდელებმა ანგარიში 36–ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნეს.

დინამო და ბატე - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამომ“ ბელარუსის ჩემპიონს მოუგო

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. „დინამოელები“ წინ იწევდნენ და 56–ე წუთზე ჩაკვეტაძემ დარტყმის პოზიციაზე გიორგი კუცია გამოიყვანა, უკანასკნელმა კი მეტოქის კარში გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში თბილისის კლუბს საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

თბილისის დინამოელებმა წინასეზონური მზადების ფარგლებში ხუთი მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან ოთხი მოუგეს: „ვოლინს“ (4:0), „ოლიმპიკს“ (დონეცკი) (1:0), БАТЭ–ს (2:0) და „აბდიშ–ათას“ (2:0), და ერთხელ დამარცხდნენ ტულის „არსენალთან“ (1:2).

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი ოთხ მარტს დაიწყება. პირველ მატჩს თბილისის „დინამო“ ფოთის „კოლხეთთან“ ხუთ მარტს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0