თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდის რაიონში, სოფლების — ოდიშისა და ბაშის კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს უცნობი პირები თავს დაესხნენ და თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მათ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს და 300 ლარი გაიტაცეს. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით („ყაღაღობა“) მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.