თბილისის ცენტრში ბანკის ძარცვის საქმე გახსნილია

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედი, რომელმაც ბანკიდან 10 ათასამდე დოლარი გაიტანა, დაკავებულია.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში 38 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც „საქართველო ბანკის“ ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა ედება ბრალად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თავდასხმა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. ბრალდებული ბანკის ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით 8055 დოლარი და 4100 ლარი გაიტაცა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ სამშაბათს გახდა ცნობილი. 

პისტოლეტ-სანთებელა - Sputnik საქართველო
თბილისში ბანკი პისტოლეტის ფორმის სანთებელის მეშვეობით გაძარცვეს

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლები „ყაჩაღობა შენობაში ან სხვა საცავში უკანონო შეჭრით“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება“, — რაც 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 


ყველა ახალი ამბავი
0