თბილისის მერიამ შშმ მოსწავლეებისათვის ახალი მიკროავტობუსები შეიძინა

© FB / мэрия Тбилиси შშმ პირებისთვის მიკროავტობუსები
შშმ პირებისთვის მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია შშმ მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო ხარჯებს მთლიანად უზრუნველყოფს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ შშმ პირებისთვის ოთხი ადაპტირებული ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რომელიც ბავშვებს სკოლებში გადაიყვანს.

ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისში, ამ ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  50 ბავშვი სარგებლობს. ისინი 11  საჯარო სკოლაში სწავლობენ.

გასართობი პროგრამა შშმ პირებისათვის - Sputnik საქართველო
საქართველოში შშმ პირებს სამსახურის პოვნაში დაეხმარებიან

„სკოლებს გასულ წელს ჩვენ 2 ადაპტირებული  მიკროავტობუსი  გადავეცით. წელს შევიძინეთ 4 და კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას ვგეგმავთ, რათა მთლიანად იყოს ის საჭიროება უზრუნველყოფილი, რაც ქალაქში  ამ თვალსაზრისით არსებობს“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მიკროავტობუსები მოემსახურებათ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვარჯიშობენ, აღნიშნა მან.

დავით ნარმანიას  თქმით, მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად დაფარავს.

მიკროავტობუსების შეძენა „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.

ყველა ახალი ამბავი
0