თბილისელები „ბუნებრივი აირის“ სუნის შესახებ გააფრთხილეს

© Stat.darkაირი
აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განაცხადა, რომ ოდორანტი, რომლის სუნი შესაძლოა იგრძნონ თბილისელებმა, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახლად დამონტაჟებული ავტომატიზებული კვანძის სატესტო რეჟიმში მუშაობამ, შესაძლოა ქალაქში „ბუნებრივი აირის“ სუნი გამოიწვიოს, აფრთხილებს მოსახლეობას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.

„აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის”, — ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოდორანტი — ქიმიური შენაერთია, რომელსაც ბუნებრივ აირში ან ჰაერში სპეციფიკური სუნის მისაცემად ამატებენ.

გაზის ქურა - Sputnik საქართველო
გაზის სუნი თბილისის ქუჩებში შესაძლოა ისევ გაჩნდეს

ქალაქში სუნის გამო „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ თბილისის მოსახლეობის წინაშე მობოდიშება 2016 წლის სექტემბერშიც მოუწია. კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ნივთიერება, რომელსაც ბუნებრივ აირში ურევენ, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საჩივრების გამო კომპანიამ შიდა გამოძიება დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0