გაზის სუნი თბილისის ქუჩებში შესაძლოა ისევ გაჩნდეს

© Stat.darkგაზის ქურა
გაზის ქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუნი შესაძლოა გაჩნდეს გაზგამანაწილებელ სადგურებში იმ ნივთიერების ტრანსპორტირების გამო, რომელიც აუცილებელია გაზისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იტყობინება, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. 

 მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს  აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ თბილისელებს ბოდიში მოუხადა

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის», — ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

„გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სექტემბრის შუა რიცხვებში ბოდიშის მოხდა მოუხდა დედაქალაქის მცხოვრებთათვის ქალაქში გაზის სუნის გამო. მაშინ 112-ის სამსახურში 3 ათასზე მეტი ზარი განხორციელდა გაზის სუნით შეშფოთებული მოსახლეობისგან.  

 

ყველა ახალი ამბავი
0