საქართველოში შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის მტკიცებით, შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის 34 წლის თანამშრომელი სოსო ანესაშვილი 25 თებერვალს გარდაიცვალა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტროში უბედური შემთხვევის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, იუწყება Новости-Грузия სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის 34 წლის თანამშრომლის სოსო ანესაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
პოლიციელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

„ეს უბედური შემთხვევა იყო. ის ბაზაზე არ მომხდარა. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). ის წვრთნებში არ მონაწილეობდა. მეტს ვერაფერს ვიტყვი“, — აღნიშნა შსს–ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ტელეარხ Imedi–ს მონაცემებით, უბედური შემთხვევა 25 თებერვალს კარალეთში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნებისას მოხდა. ანესაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისას, გზაშივე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ის (ანესაშვილი) ნორმატივებს აბარებდა. არ ვიცი, რა მოხდა. ამბობენ, წაიქცა და თავი დაარტყა. სხვა არაფერი ვიცი“, — განაცხადა სპეცრაზმელის მამამ რობერტ ანესაშვილმა Imedi–ს ეთერით.

მის მშობლიურ სოფელში ხელთუბანშია გადასვენებული.

ყველა ახალი ამბავი
0