პოლიციელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში – „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. ამჯერად, სისხლი შსს-ს 160 თანამშრომელმა გაიღო.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik.  შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, საპატრულო და სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში – „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი შსს-ს 160 თანამშრომელმა ჩააბარა.

აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0