საქართველოში სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური იარაღით თავის მოკვლა სცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ნაშუადღევს ავტომატური იარაღიდან თავის მოკვლა სცადა, ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურემ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტი მოხდა სამშაბათს, თბილისის დროით 12:00 საათზე.

„შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა“, — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.

საქმეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.


ყველა ახალი ამბავი
0