თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ მხარი დაუჭირა საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის ინიციატივას კიდევ 96 პარკირების ადგილის გაუქმების შესახებ ქალაქის ტროტუარებზე.
კერძოდ: ლიახვის ქუჩის N1-თან 20 ადგილი გაუქმდა, გუდამაყრის N5 – 35, წერეთლის გამზირის N126 – 16 ადგილი, წერეთლის N116 – 20 ადგილი, რობაქიძის გამზირის N18 – 5 ადგილი.
პარალელურად ქალაქის სატრანსპორტო სამსახური განაგრძობს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილების პირობების შექმნას და ავტომობილების მფლობელთათვის პარკირების ახალ ადგილებს.
უახლოეს მომავალში მოეწყობა „შეჭრები“ ტროტუარებზე კოსტავას ქუჩის N71-თან, ჭავჭავაძის გამზირის N41, N42, N58-თან.
მსგავსი „ჯიბეების“ მოსაწყობად თბილისის მერია ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც ტროტუარი შედარებით ფართოა და ხელს არ შეუშლის ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებას.
2015 წლიდან მოყოლებული თბილისში ტროტუარებზე არსებული 2 200 პარკირების ადგილიდან 900-მდე ადგილი გაუქმდა.