პარკირება თბილისში: როგორი იქნება „სითი პარკის“ ბედი

პარკირების ნიშანი თბილისში
პარკირების ნიშანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მერიას მიმართეს წინადადებით, გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, ასახოს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება თავად მართოს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციამ თბილისის მერიას კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმებისა და მისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მლნ ლარის გადახდისკენ მოუწოდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა თბილისის მერიისგან „სითი პარკის“ შემოსავლების შესახებ დოკუმენტაცია გამოითხოვეს, რომლის შესწავლის შემდეგ მერიას მიმართეს წინადადებით – გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, ასახოს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება თავად მართოს.

„ვინ არ დაუჭერს მხარს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტი გაწყდეს?! „სითი პარკს“ უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ერთი ავტოსადგომი მითხარით, რომელიც ააშენა. ამ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უნდა გაწყდეს… მოვუწოდებ მერიას, გაითვალისწინოს 25 მილიონი ლარი ბიუჯეტში“, — განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე.

ოპოზიციის მოთხოვნაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც „სითი პარკთან“ გაფორმებულ კონტრაქტს კაბალურს უწოდებს.

პარკირება - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების 56 ადგილი გაუქმდა

„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას… ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ქალაქი არ ინდა იქცეს უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლად და უარგუმენტოდ არ უნდა მოუხდეს ათობით მილიონი ლარის გადახდა.

ყველა ახალი ამბავი
0