თბილისში პარკირების 56 ადგილი გაუქმდა

© Sputnik / STRINGERპარკირება
პარკირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ტროტუარებზე პარკირების ადგილებს თანდათან აუქმებს. ყველა ასეთი პარკირების ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობამ გამოიწვია.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ტროტუარებზე პარკირების ადგილების რაოდენობა შეამცირა.

„ქალაქის ტროტუარებზე 1 სექტემბრიდან 56 ადგილზე პარკირება აიკრძალა. ძირითადად ეს ქალაქის ცენტრალურ რაიონებს ეხება. ყველაზე დიდი პარკირებები იყო ჭავჭავაძის გამზირზე — 27 ადგილი. ამის ნაცვლად საბაგირო გზასთან პარკირების 17 ადგილი მოვაწყვეთ. ასევე გავაუქმეთ 16 ადგილი ყაზბეგის გამზირზე, ასევე რამდენიმე პარკირების ადგილი ნაძალადევში“, — განაცხადა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
თბილისში მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება

უფრო ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია City Park-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური უწოდა. შეთანხმება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებს ითვალისწინებს, აღნიშნა მერმა. შედეგად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტი.

„ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად განვავითაროთ მრავალსართულიანი პარკირებები და, შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ ტროტუარებზე პარკირებაზე“, — განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.
ნარმანიას დავალებით სატრანსპორტო სამსახურმა შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, ტროტუარებზე პარკირების გაუქმების პარალელურად თბილისში პარკირების ალტერნატიული ადგილების მოწყობა იგეგმება.

გასული წლიდან მოყოლებული თბილისში ტროტუარებზე 500-ზე მეტი პარკირების ადგილი გაუქმდა.

© photo: Sputnikპარკირება ქართულად
პარკირება ქართულად - Sputnik საქართველო
პარკირება ქართულად

 

ყველა ახალი ამბავი
0