თბილისში მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება

© Photo: courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ, აღნიშნა ნარმანიამ.

თბილისი, 18 ივნისი  – Sputnik. თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება. 

“დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ”, — აღნიშნა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საცობების განტვირთვის მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.  

პარკირება - Sputnik საქართველო
სექტემბრისთვის თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ხორციელდება პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში იქ მოძრაობა აღდგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინდსი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რათა ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები ავტომობილებისგან განიტვირთოს. ასევე ჩვენ სამება — მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზა გავაკეთეთ, რომლის მშენებლობა სულ მალე დასრულდება, აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მანამდე ქალაქის მერიამ კომპანია „სი-თი-პარკს", რომელიც თბილისს ემსახურება, უკვე ჩამოართვა 500-ზე მეტი ადგილი, რომლებზეც წინა ხელისუფლებას პარკირების ნებართვა ჰქონდა გაცემული.

თბილისი მერის სიტყვებით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0