სექტემბრისთვის თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

© Sputnik / STRINGERპარკირება
პარკირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უკვე გაუქმებულია წინა ხელისუფლების დროს „სი-თი–პარკისთვის“ გადაცემული პარკირების 2 ათასიდან დაახლოებით 500 ადგილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კაბალური უწოდა კომპანია „სი-თი–პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას და დედაქალაქის მცხოვრებლებს ტროტუარებზე პარკირების გაუქმება აღუთქვა.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს კომპანია „სი-თი–პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ კომპანიის ინტერესებზეა გათვლილი. შედეგად, აღნიშნული კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტი.

„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ „სი-თი–პარკისთვის“ პარკირების ადგილები ტროტუარებზეც კი აქვთ გადაცემული და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები დგას“, — აღნიშნა ქალაქის მერმა "რადიო კომერსანტის“ ეთერში.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ტროტუარებზე პარკირებისთვის 2 000 ადგილი იყო გამოყოფილი.

© photo: Sputnikპარკირება ქართულად
პარკირება ქართულად - Sputnik საქართველო
პარკირება ქართულად

„ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით „სი-თი–პარკს“ და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავთ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500-იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლოთ ავტომანქანებისგან“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან მოუწოდა ავტომანქანების მფლობელებს, გაგებით მოეკიდონ ამ გადაწყვეტილებას.

„ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე — როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადაადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ადამიანს ენიჭება და არა ავტომობილს“, — დაამატა მერმა.

ყველა ახალი ამბავი
0