თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის საერთაშორისო ტურნირის Aeroflot Open–ის მეშვიდე ტურში საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ გამარჯვება მოიპოვა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მეშვიდე პარტიაში ჯობავა შავი ფიგურებით თამაშობდა და უკრაინელ იური კუზუბოვი დაამარცხა.
ამჟამად ქართველი მოჭადრაკის აქტივში ხუთი მოპოვებული ქულაა, ის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და შეჯიბრების ლიდერს რუს ვლადიმირ ფედოსეევს ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მერვე ტურში ჯობავა რუს დენის ხისმატულინს შეხვდება.
საერთაშორისო ტურნირი Aeroflot Open–ი მეთხუთმეტედ ტარდება. წელს მასში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 98 მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება — ცხრა ტურად. ტურნირის საპრიზო ფონდი 140000 ევროს შეადგენს.