ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მოუგო

© FIDE World Chess Rapid & Blitz Championshipsქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია და მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი
ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია და მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში და ბლიცში ოთხი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ დოჰაში სწრაფ ჭადრაკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდსა და ბლიცში, მაგნუს კარლსენი დაამარცხა და სენსაციის ცენტრში მოექცა, აღნიშნულია ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

სულ ხუთ ტურში ფანცულაიამ სამი გამარჯვება მოიპოვა და ორჯერ ფრე ითამაშა. ამით ქართველმა მოჭადრაკემ მესამე შუალედური ადგილი მოიპოვა. მან ხუთი შესაძლო ქულიდან ოთხი ქულა მოაგროვა.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის სათავეშია უკრაინის წარმომადგენელი, ანტონ კორობოვი, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო.

ფანცულაიას გარდა მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: ბაადურ ჯობავა (35–ე ადგილი ხუთი ტურის შემდეგ), გიგა ყუფარაძე (65) და მიხეილ მჭედლიშვილი (86).

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, გამარჯვებული კი 40 ათას დოლარს მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0