თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების — ალექსანდრ ლუკაშენკოსა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკებები მინსკში 1 მარტს გაიმართება, იუწყება „Sputnik ბელარუსი“ ლუკაშენკოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
პრეს-სამსახურის მონაცემებით, ლიდერების შეხვედრა დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება.
„სახელმწიფოების მეთაურები მოლაპარაკებებს როგორც „ერთი ერთზე“ ფორმატის ფარგლებში, ისე დელეგაციების წევრების მონაწილეობით გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ“, — განუცხადეს Sputnik–ს პრე-სსამსახურში.
აღინიშნება, რომ მხარეები ბელარუსისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციას დაუთმობენ.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრების შედეგების მიხედვით მხარეები რამდენიმე დოკუმენტს გააფორმებენ.
პრეს-სამსახურში დასძინეს, რომ ამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელარუსის მთავრობისა და ეროვნული კრების (პარლამენტის) ხელმძღვანელობასთან, ესტუმრება ცალკეულ ორგანიზაციებსა და კულტურულ ობიექტებს.