ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის მთავრობები თანამშრომლობის აქტიურ ტემპს შეინარჩუნებენ. კომენტარი ელჩმა საქართველოს პრეზიდენ გიორგი მარგველაშვილის ბელარუსში ვიზიტამდე გააკეთა, რომელიც 1-2 მარტს გაიმართება.
იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო ფრაგმენტი ბელარუსის დიპმისიის მეთაურის ინტერვიუდან, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ეხება.
"როგორც შენიშნეთ, ჩვენ რეგულარული ოფიციალური ვიზიტები გვაქვს. ამას დასაბამი 2015 წელს ალექსანდრ ლუკაშენკომ მისცა. ვფიქრობ უმაღალესი დონის ვიზიტები გაგრძელდება პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზეც, გაიმართება პრემიერ-მინისტრების ვიზიტებიც. სავარაუდოდ, 2017 წლის მეორე ნახევარში მინსკში სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომის ჩატარებაც გადაწყდება, ასე რომ, ვფიქრობ, უმაღლესი დონის ვიზიტები ასეთივე ინტენსიურობით გაგრძელდება", — აღნიშნა მიხაილ მიატლიკოვმა.