ბადრაგს პატიმრები აერია

© FB / Минпробации Грузииპატიმრების გადასაყვანი მანქანები
პატიმრების გადასაყვანი მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბადრაგმა სიღნაღის სასამართლოში შეცდომით სხვა პატიმარი ჩაიყვანა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სიღნაღის რაიონის სასამართლოს სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ ბადრაგის სამსახურს პატიმრები აერია და პროცესზე სხვა ბრალდებული ჩამოიყვანა, დაწერა Facebook–ის საკუთარ გვერდზე ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ქალაქ სიღნაღში ტურისტის გაუპატიურების საქმე უნდა განეხილა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. ბეგიაშვილი ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

აღმოჩნდა, რომ თბილისის ერთ–ერთ პენიტენციარულ დაწესებულებაში იმყოფება ისეთივე სახელისა და გვარის პატიმარი, როგორც გაუპატიურებაში ბრალდებული პირი.

შედეგად, ბადრაგმა თბილისიდან სიღნაღში შეცდომით სხვა პატიმარი ჩამოიყვანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასამართლომ პენიტენციარული დეპარტამენტის კანცელარიაში განცხადება პატიმრის პირადი ნომრის მითითების გარეშე გაგზავნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეს უწყების გენერალური ინსპექცია იძიებს.


ყველა ახალი ამბავი
0