საქართველოში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის თებერვალში გურჯაანის საქალაქო სასამართლოდანაც გაიქცა ბრალდებული. გაქცეული ორი დღის შემდეგ პოლიციამ ქალაქ ბათუმში დააკავა.

თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული ო.გ. სასამართლო დარბაზიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა", — ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ბრალდებულის ძებნა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის თებერვალში გურჯაანის საქალაქო სასამართლოდანაც გაიქცა ბრალდებული. გაქცეული პოლიციამ ორი დღის შემდეგ ქალაქ ბათუმში დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0