თსუ-ში აკადემიკოს აკაკი შანიძის 130 წლის იუბილეს აღნიშნავენ

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს აკაკი შანიძისადმი მიძღვნილი გამოფენები და კონფერენცია იმართება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) საიუბილეო ღონისძიებები იმართება, რომლებიც აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თსუ–ში ასევე იმართება სამეცნიერო კონფერენცია, ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“ და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და სტატიების გამოფენა. ღონისძიებები 27–28 თებერვალს ტარდება.

თსუ–ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
თსუ–ს სტუდენტური ომბუდსმენი ჰყავს

აკაკი შანიძე იყო ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე, კავკასიის პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძემ დაიცვა პირველი დისერტაცია, რომელშიც ქართული ზმნის სტრუქტურა სისტემურად არის განხილული.

„აკაკი შანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკის განვითარების ისტორიაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა: იკვლევდა, ადარებდა, ადგენდა, გამოსცემდა. აკაკი შანიძე 700-ზე მეტი გამოცემის ავტორია“, — ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

შანიძე ისეთ სფეროებში მოღვაწეობდა, როგორებიცაა რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, არმენისტიკა, ალბანური ენა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0