ნინო ქათამაძე მარტში თბილისში კონცერტს გამართავს

© Sputnik / Denis Aslanovნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე მარტში თბილისში ორ კონცერტს გამართავს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) მსმენელის წინაშე 10 და 11 მარტს წარდგებიან.

ვარსკვლავთან ერთად სცენაზე გამოვლენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული სიმფონიურო ორკესტრი, ანსამბლი Georgian Brass და ალტისტი გიორგი ცაგარელი.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ბაქოში საზაფხულო კონცერტების სეზონს ნინო ქათამაძე გახსნის

საქართველოს დედაქალაქში კონცერტამდე ნინო ქათამაძე 25 თებერვალს ბელგოროდში მონაწილეობას მიიღებს VI საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში От классики до джаза. 17-18 მარტს მომღერალს მუსიკის მოსკოვის საერთაშორისო სახლში სოლო–კონცერტებით ელოდებიან. მარტში ცნობილი ქართველი შემსრულებელი კონცერტებს გამართავს ასევე ირკუტსკში, კრასნოიარსკში, ომსკში, ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში, ტიუმენსა და სურგუტში.

აპრილში ნინო ქათამაძე კონცერტებით ნიუ–იორკში მიემგზავრება, სადაც ის ლინკოლნ-ცენტრის სცენაზე გამოვა. მაისში — ოდესაში და კიევში, ივნისში — ბაქოში. ივლისში ქათამაძე მოსკოვში ფესტივალზე Усадьба. Jazz იმღერებს.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0