თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჯაზის მომღერალი ნინო ქათამაძე ივნისში, ბაქოში მწვანე თეატრის სცენაზე გამოვა. იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი კონცერტის ორგანიზატორებზე დაყრდნობით.
ნინო ქათამაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში თავის ჯგუფ Insight-თან და „კვარტეტ N“-ის სოლისტებთან ერთად ჩადის. მომღერალი ბაქოელებს თავის ახალ ალბომს Yellow-ს წარუდგენს, რომელიც 2016 წელს ჩაიწერა ბერლინში.
კონცერტზე მომღერალი არა მხოლოდ ახალ, არამედ ძველ, სახელგანთქმულ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
ნინო ქათამაძე სცენაზე 4 წლიდან დგას. მისი პროფესიული კარიერა 2000 წელს დაიწყო Insight —ის ჯგუფის დამაარსებელთან, გოჩა ყაჭეიშვილთან თანამშრომლობით.
მომღერალი მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის — „წლის საუკეთესო მომღერალი“, საუკეთესო ავტორი-შემსრულებელი“, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“, წლის სახე შოუბიზნესში“ და სხვა.