თბილისის განახლებულ მუზეუმში ვახტანგ ჭაბუკიანის იშვიათი კოსტიუმები გამოფინეს

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ ჭაბუკიანის განახლებულ მუზეუმში მისი იშვიათი კოსტიუმები გამოფინეს. ექსპოზიცია ბალეტის ვარსკვლავის დაბადებიდან 107-ე წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ბალეტის მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და პედაგოგის ვახტანგ ჭაბუკიანის სცენური კოსტიუმები, რომლებიც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს, თბილისში, ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის განახლებულ საგამოფენო დარბაზში წარმოადგინეს.

ვახტანგ ჭაბუკიანი ოტელოს როლში - Sputnik საქართველო
„ცეკვის ჯადოქარი“ – ვახტანგ ჭაბუკიანი

განახლებული ექსპოზიციის გახსნა ჭაბუკიანის დაბადებიდან 107-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება 27 თებერვალს ტარდება.

მუზეუმის სტუმრებმა იხილეს კოსტიუმები სპექტაკლებიდან „წითელი ყაყაჩო“, „ოტელო“, „რაიმონდა“, „ლაურენსია“, „ტარას ბულბა“, „კორსარი“, „კარმენი“, „დონ კიხოტი“ და მრავალი სხვა.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

ექსპონატები წარმოდგენილია ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის მთლიანად განახლებულ საგამოფენო დარბაზში.

პროექტის ორგანიზატორია გასულ წელს დაფუძნებული ორგანიზაცია „მუზეუმების გაერთიანება“, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა თბილისის მერიის კულტურის სამსახურს ეკუთვნის.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

„პროექტის მიზანია მუზეუმების გაერთიანების ფარგლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტების შექმნა, ფართო საზოგადოებისთვის მუზეუმების ფონდებში დაცული ექსპონატებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ჩვენება და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ექსპოზიციებისა და მუზეოგრაფიის შექმნა. დღევანდელი დღე ამ მიზნის ნაწილია და ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს ეძღვნება“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ნინო სანადირაძემ.

სტუმრები ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში
სტუმრები ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში - Sputnik საქართველო
სტუმრები ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში

კოსტიუმებთან ერთად მაყურებელს ასევე წარუდგინეს ცნობილი მოცეკვავის სხვა საკონცერტო აქსესუარები: სამკაულები, თავსაბურავები, ქამრები, ჰალსტუხები, ფეხსაცმელი, ჩემოდნები, რომლითაც ჭაბუკიანი გასტროლებზე იმყოფებოდა აშშ-ში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახლ-მუზეუმის მუდმივი ექსპონატები — ფოტოები სპექტაკლებიდან, ჭაბუკიანი დასვენების დროს, ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებული მისი პორტრეტები.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში შენარჩუნებულია ის ატმოსფერო, როგორიც ამ სახლში მოცეკვავის ცხოვრების დროს იყო. იგივეა ავეჯი და ნივთები: როიალი, წიგნების კარადა, საწერი მაგიდა, საათი, მაგნიტოლა, ფირსაკრავი, ტელევიზორი, საკიდი შლაპით და სხვა.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

ოთახებში შესაძლებელია ქორეოგრაფის ორდენების, მედლებისა და ჯილდოების ნახვა. აქვეა წარმოდგენილი ჭაბუკიანის სათვალე და ელექტროსაპარსი.

ერთ-ერთ ოთახში საპატიო ადგილი უკავია პეტრე პირველის ბიუსტს, რომლის ავტორიც ა. შპისია და ის 1876 წლით არის დათარიღებული.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა მუზეუმი ოფიციალურად 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ჭაბუკიანი ამ სახლში 1947 წლიდან გარდაცვალებამდე — 1992 წლამდე ცხოვრობდა.

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი დავით აღმაშენებლის გამზირის 83 ნომერში მდებარეობს და მუშაობს ყოველდღე 11:00-დან 17:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0