თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სამგორის რაიონში სპეცოპერაცია ჩატარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გახოკიძის ქუჩაზე ჩაატარეს, რის შედეგადაც 3 შუახნის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 3 მამაკაცი „ML”-ის მარკის ჯიპით ერთი მამაკაცის გატაცებას ცდილობდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ ორი გასროლის ხმა დაახლოებით ერთი საათის წინ გაიგეს. ჯერჯერობით, გატაცების მოტივი უცნობია, თუმცა, თვითმხილველები ფულის გამოძალვის მცდელობას არ გამორიცხავენ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.