შსს-მ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო რეიდები განახორციელა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო ეკიპაჟი
საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელებმა ამოიღეს უკანონოდ შეძენილი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები, გარდა ამისა, გამოავლინეს და გახსნეს სისხლის სამართლის დანაშაულები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რა დროსაც გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა მორიგი შემოწმებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 21-22 თებერვალს განახორციელეს.  

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
შსს-მ პოლიციური კონტროლისას 80-მდე სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინა

საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა ორი ძებნილი პირი დააკავეს. ასევე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 38 პირი დააკავეს.

რეიდების დროს სისხლის სამართლის 80 დანაშაულიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21, ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების 15 და ქურდობის 11 ფაქტი გამოვლინდა.  

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში არსებულ უკანონობასთან ბრძოლა დაიწყო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევიდან ცივი იარაღის ტარების 18, წვრილმანი ხულიგნობის 5 და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის 24 ფაქტი დაფიქსირდა.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 1 ავტომატი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულა-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სამართალდამცველებმა 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

როგორც შსს-ში განმარტეს, საუბარი მხოლოდ იმ მორიგ შემოწმებებს ეხება, რასაც კანონი ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0