სამგორის სპეცოპერაციის დეტალები: დაკავებულია ხუთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილების დაკავებით ადამიანის გატაცების მცდელობა აღკვეთა.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი ადამიანის გატაცების მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის დააკავეს, აღნიშნუია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამგორის რაიონში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ადამიანის გატაცება აღკვეთეს. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია სამი ბოროტმოქმედი.

საპატრულო პოლიციის ავტომანქანები - Sputnik საქართველო
5 ლარისა და 20 ევროსთვის წყალტუბოში მამაკაცი გაიტაცეს და სცემეს

შსს–ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფულის გამოძალვის მიზნით 1974 წელს დაბადებული რ. ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის ძალით ჩასვეს საკუთარ ავტომობილში და თბილისის ზღვის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0