5 ლარისა და 20 ევროსთვის წყალტუბოში მამაკაცი გაიტაცეს და სცემეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიციის ავტომანქანები
საპატრულო პოლიციის ავტომანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეებმა დაზარალებული გაკოჭეს, თავზე ტომარა ჩამოაფარეს და ავტომაგისტრალზე დატოვეს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ყაჩაღობა მოხდა წყალტუბოში. სოფელ მესხეთში შალამბერიძეების ოჯახში რამდენიმე ნიღბიანი შეიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. როგორც დაზარალებულის ნათესავები აცხადებენ შალამბერიძეს უცნობმა პირებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც იგი თავისივე მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა 30 ლარის გამო — გურიაში მოხუცი გაძარცვეს

დაზარალებულმა მამაკაცმა თავი 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ნათესავებს დაუკავშირდა, რომლებმაც იგი პოლიციაში მიიყვანეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებული დაკითხეს. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

როგორც გაირკვა, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს დამნაშავეებმა ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.

როგორც შალამბერიძის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინაც მოხდა შალამბერიძეების სახლში ქურდობა, რომელიც ამ დრომდე გაუხსნელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე  („ყაჩაღობის“) მუხლით აღიძრა, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0