8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა 30 ლარის გამო — გურიაში მოხუცი გაძარცვეს

გამოწერა
მუშებმა, რომლებიც 77 წლის ქალბატონის სახლს არემონტებდნენ, მოხუცს 30 ლარი წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულების ცხელ კვალზე დაკავება შეძლო.

თბილისი, 24 ოქტომბერი– Sputnik. სოფელ ნატანებში ქალბატონზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

პოლიცია - Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკს“ დღეს ორჯერ დაესხნენ თავს

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელები 77 წლის ქალბატონის ლიდა ხომერიკის სახლში შეცვივდნენ, მოხუცს 30 ლარი წაართვეს და მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულების ცხელ კვალზე დაკავება შეძლო.

ხომერიკის შვილის განცხადებით, ბოროტმოქმედები თანხასთან ერთად მოხუცისგან ოქროსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელები ლიდა ხომერიკის მიერ დაქირავებული მუშები აღმოჩნდნენ, რომლებიც მოხუცის სახლს არემონტებდნენ.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0