ქართველი მეცნიერების ჟურნალები Elsevier-ის საერთაშორისო ბაზაში მოხვდნენ

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringსაშინაო დავალების მომზადება
საშინაო დავალების მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ბაზა Elsevier-მა მათემატიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ქართველი მეცნიერების ნაშრომები გამოაქვეყნა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში პირველად ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ელექტრონული გამომცემლობის Elsevier-ის ბაზაში, ორი ინგლისურენოვანი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდა.

გამოქვეყნებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალი,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე”, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური Facebook-გვერდი.

 „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მეცნიერების ნაშრომები ხვდება უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ქართველი სტუდენტები - Sputnik საქართველო
თსუ-ს სტუდენტები იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდზე გაემგზავრებიან

Elsevier-ის წარმომადგენლობამ ზემოაღნიშნული ნაშრომები მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად შეარჩია.

 „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ სამეცნიერო გამომცემლობა Elsevier-თან 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც ქართველ მეცნიერებს ამ ბაზით უფასო სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

Elsevier — სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო საინფორმაციო პროდუქტებისა და სერვისების წამყვანი მსოფლიო მომწოდებელია. კომპანია გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობს და 2500-ზე მეტ ჟურნალსა და წიგნების 20000-ზე მეტ დასახელებას აქვეყნებს.


ყველა ახალი ამბავი
0