მართლმადიდებლური ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშისანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის წევრების მსგავსად ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუეტევებენ შეცოდებებს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  ქრისტიანული სამყარო აღდგომის დიდი მარხვისთვის მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.

ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის წევრების მსგავსად ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუეტევებენ შეცოდებებს. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე საკვირაო წირვას აღავლენს

შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. 

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სავარაუდოდ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადებს, თუ როდის შეასრულებს შენდობის წესს. 

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. 

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0