ილია მეორე საკვირაო წირვას აღავლენს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის ბოლოს ილია მეორემ ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელმაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. პატრიარქი გერმანიაში საოპერაციოდ გაემგზავრა და მას 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია ჩაუტარდა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ საკვირაო წირვას აღავლენს, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
კარდიოლოგი: საქართველოს პატრიარქს ოპერაციის შემდეგ სიმშვიდე სჭირდება

2016 წლის ბოლოს ილია მეორემ ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელმაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. პატრიარქი გერმანიაში საოპერაციოდ გაემგზავრა და მას 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია ჩაუტარდა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში 20 თებერვალს დაბრუნდა.

პატრიარქის ექიმის განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და ოპერაციისშემდგომ  სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს. 

“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს”, — განაცხადა ცისანა შარტავამ.


ყველა ახალი ამბავი
0