კარდიოლოგი: საქართველოს პატრიარქს ოპერაციის შემდეგ სიმშვიდე სჭირდება

© Sputnik / Anna Yarovikovaილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ სიმშვიდე ესაჭიროება, განაცხადა მისმა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი გერმანიიდან ორშაბათს დაბრუნდა. მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია ბერლინის „ჰელიოს ბერლინ–ბუხის“ კლინიკაში გაუკეთეს. ილია მეორემ გასული წლის მიწურულს ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რამაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დაკავებულ დეკანოზს ილია მეორესთან საუბარი სურს

„მან დიდი ოპერაცია გადაიტანა. შემდეგ მას აქ პრობლემები ელოდებოდა და ჩვენ მის ემოციურ მდგომარეობას და მთლიანად ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით. ამჟამად მდგომარეობა კარგია, ახალი გაკეთებულია ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს“, — განუცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.

სანამ ილია მეორე გერმანიაში იმყოფებოდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადება. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს. 

საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. პროკურატურამ საქმის დეტალები არ გაამჟღავნა, მამალაძის ადვოკატებს საქმის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს. ერთადერთი, რაც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, ისაა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.

პირველი განცხადება კათოლიკოს-პატრიარქმა ჯერ კიდევ გერმანიაში, ოპერაციის შემდეგ გააკეთა. მან ბრძანა, რომ მამალაძეს დიდი ხანია იცნობს და კარგის მეტი მასზე არაფერი სმენია.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ილია მეორემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქმე ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ერთად შეისწავლონ. მან ასევე დაკავებულთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა გიორგი მამალაძემაც, რომელიც ბრალს არ აღიარებს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0