დაკავებულ დეკანოზს ილია მეორესთან საუბარი სურს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მზადაა, დუმილი დაარღვიოს - პირველ რიგში მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან სურს საუბარი.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამდებობის პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მზადაა, საქმის დეტალები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გააცნოს, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მამალაძის ადვოკატებს საქმის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს. ერთადერთი, რაც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, ისაა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.

„ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და ჯანმრთელობის მდგომრეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ჩვენება და ეს ყველაფერი უთხრას პირადად პატრიარქს“, — განუცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში: მამალაძეს შოკისმომგვრელი ჩვენების მიცემა შეუძლია

თუ პატრიარქი მამალაძესთან შეხვედრას ვერ მოახერხებს, ის მზად არის, შეხვდეს წმინდა სინოდიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს და დეტალურად მოუყვეს მათ საქმის რეალური ვითარების შესახებ.

„საპატრიარქოდან ადეკვატურ პასუხსა და ქმედებებს ველოდებით“, — აღნიშნა რამიშვილმა.

მამალაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მაგრამ, როგორც რამიშვილმა უფრო ადრე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მალე დაარღვევს დუმილს და შოკისმომგვრელ ჩვენებას მისცემს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0