ლევან იზორიამ აშშ–ის კონგრესის დელეგაციას „კრწანისში“ უმასპინძლა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVქართველი სამხედროები საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დაწყების წინ
ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დაწყების წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა, განაცხადა ლევან იზორიამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. აშშ–ის კონგრესის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმცირესობების წევრებთან.

გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა იზორიამ აღნიშნა, კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი – პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით საუბარია ქვეყნის თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში მტკიცე მხარდაჭეა, სამხედრო კუთხით კი იგეგმება მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, მათ შორის ერთობლივად საწვრთნელი ბაზის შექმნა.

„წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ… ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ… ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას  ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას  ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალიხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში, შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“, – განაცხადა აშშ–ის კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი, პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი (ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).

ყველა ახალი ამბავი
0