გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

© FB/ Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, განაცხადა აშშ-ის კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმცირესობების წევრებთან.  

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი,  პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).   

ირაკლი კობახიძე და აშშ-ის კონგრესმენები - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ მტკიცე პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.

„ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ქვეყანას და დიდად ვაფასებთ საქართველოს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გვსურს საქართველოს გაძლიერება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით. გასულ წელს ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ორივე ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ მოუთმენლად ველოდით საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტნიორობა აქტიურად მიმდინარეობს “, — აღნიშნა კონგრესმენმა პრაისმა.

დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0