თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ფოთის პორტი შტორმის გამო დაიხურა, რომელიც კვირას დილით დაიწყო, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ფოთის პორტის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ.
შტორმის სიმძლავრე ოთხ ბალს აღწევს, აღნიშნა თავბერიძემ და დასძინა, რომ ფოთში ამინდის გაუარესებას 27 თებერვლიდან ელოდებიან.
„ფოთის პორდი დახურულია, არაფერი საგანგაშო არ ხდება. ეს ზამთრის პერიოდისთვის ჩვეულებრივი შემთხვევაა. ბათუმში შტორმი არაა, რამდენადაც კონცხი ქალაქს დასავლეთის ტალღებისგან იცავს. ხვალიდან შტორმს არ ველოდებით“, — განაცხადა თავბერიძემ.