დღეს ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Сергей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე

საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები. 

”იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი”, — ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0