ვინ უხელმძღვანელებს პატრიარქის დაცვის სამსახურს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის  დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური  უხელმძღვანელებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აღნიშნულ თანამდებობას  ბუჩუკური   მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს. 

ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით,  სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.  

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის პრეს–მდივანი თანამდებობიდან გადადგა

გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს. 

მანამდე, სოსო ოხანაშვილის მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება  კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის პრეს–მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. მისი განცხადებით, ილია მეორის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც კათოლიკოს–პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ოხანაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და ბოტკოველი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ ბოტკოველმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

ოხანაშვილი კათოლიკოს–პატრიარქის ძმისშვილის ქალიშვილის მეუღლეა. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დეკანოზს საქართველოს პატრიარქის მდივან–რეფერენტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

საქართველოს საპატრიარქო სკანდალის ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს. საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. პროკურატურამ საქმის დეტალები არ გაამჟღავნა. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0