სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის გასაღების ფატზე სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები სომხური წარმოების „,BLACK TIP“ -ის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას ახდენდნენ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიგარეტით ვაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტი გამოავლინეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოახდინეს დიდი ოდენობით სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტის,,BLACK TIP’’-ის  რეალიზაცია.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0