სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტით ვაჭრობა თბილისში
სიგარეტით ვაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული უაქციზო სიგარეტს საკუთარ სავაჭრო ობიექტში ასაღებდა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ სავაჭრო ობიექტში მალულად ასაღებდა მარკირებასდაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს „მასტერი“.

უაქციზო სიგარეტი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში უაქციზო სიგარეტის შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას.

„აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა”, — აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0