ქუთაისის საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტის ოჯახის წევრები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და გამოძიებას ითხოვენ. სამედიცინო პერსონალი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. გოგონას ახლობლები სამედიცინო პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედი"-ში 18 წლის პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ ჭიათურიდან კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა პნევმონიით გარდაიცვალა. ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს

პირველ ეტაპზე ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების შედეგად პაციენტის მდგომარეობა  გაუმჯობესდა, ხოლო შემდგომ კი ისევ დამძიმდა. გოგონა რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი გარდაიცვალა.

პაციენტის ოჯახის წევრები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკა „იუნიქალ მედის“ დირექტორის განცხადებით, მკურნალობისას შეცდომები არ დაუშვიათ და პაციენტი აპარატიდან გუშინ დილით, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გამორთეს. თუმცა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მისთვის უცნობია. სამედიცინო პერსონალი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0