ახალგაზრდა პნევმონიით გარდაიცვალა. ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბრის შუა რიცხვებში ახალგაზრდა მამაკაცს დაუსვეს დიაგნოზი „ორმხრივი მწვავე პნევმონია“. ორ კვირაში ის გარდაიცვალა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში გარდაცვლილი 19 წლის შოთა ცირდაიას ოჯახი მის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს.

როგორც ნათესავები აცხადებენ, ახალგაზრდა საავადმყოფოში გასული წლის 17 ნოემბერს პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს, თუმცა იქ მისი მდგომარეობა სათანადოდ არ შეაფასეს და საავადმყოფოდან გამოწერეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და 30 ნოემბერს ის გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახის წევრებმა ოთხშაბათს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან პროტესტი გამოთქვეს. ისინი აცხადებენ, რომ არ დაკრძალავენ მიცვალებულს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარდება.

„ეზოში მყავს ჯერ. კი, მიწას მივაბარე, მაგრამ ისე კი არა, როგორც ყველა მიცვალებული… სიმართლე ის არის, რომ ჩემი შვილი, 19 წლის შოთიკო მომიკლეს ამ დასაწვავ საავადმყოფოში“, — განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ირინე წურწუმიამ.

იაშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში მოზარდი დაიღუპა

ის ასევე ამტკიცებს, რომ ექიმებმა ავადმყოფობის ისტორია გააყალბეს. მედიკოსები კი აცხადებენ, რომ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს.

„ავადმყოფი ჩვენ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით. მიუხედავად ჩატარებული ადეკვადური მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და რეფერირებისას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, — განაცხადა კლინიკის ექიმმა ნიკა ჭედიამ.

მისი თქმით, ეს საქმე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0