დეკანოზ გიორგი მამალაძეს 27 თებერვალს დაკითხავენ

© photo: Sputnikპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik.  დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, — განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში: მამალაძეს შოკისმომგვრელი ჩვენების მიცემა შეუძლია

მამალაძეს ბრალი დასდეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობაში. 

წიკლაურმა ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის მამუკა რამიშვილის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე. 

„დაკავების შემდეგ მას ხუთჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა, ყოველ ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ“, — განაცხადა წიკლაურმა.

მისი განმარტებით, ბრალდებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როდესაც ექიმებმა  მის დაკითხვასა და საპროცესო მოქმედებებში მამალაძის მონაწილეობის მიღებაში თანხმობა განაცხადეს. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დაკავებულ დეკანოზს ილია მეორესთან საუბარი სურს

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, — აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს,27 თებერვალს საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, — აღნიშნა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე მალე შოკისმომგვრელ ჩვენებას მისცემს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მამალაძის ადვოკატებს საქმის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს. ერთადერთი, რაც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, ისაა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.


ყველა ახალი ამბავი
0