შესაძლოა პანკისელ პედაგოგებს ერთი წლის დაუბეგრავი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვონ

© photo: Sputnik / Denis Aslanovსასწავლო პროცესი სკოლაში
სასწავლო პროცესი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ირკვევა, ხეობის საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა "საგადასახადო კოდექსი" არასწორად წაიკითხეს და გასულ წელს მასწავლებლებს საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ გადაახდევინეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. პანკისის ხეობის 30-მდე მრავალშვილიან პედაგოგს, შესაძლოა, ხელფასებზე ერთი წლის დაუბეგრავი თანხის უკან დაბრუნება მოუწიოს.

პანკისის ხეობაში, საჯარო სკოლების ადმინისტრაციების მიერ კანონის არასწორად წაკითხვის გამო, მასწავლებლებზე ხელფასები დაუბეგრავად გაიცემოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლები, ხეობისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭების შემდეგ, გარკვეული შღავათებით სარგებლობდნენ. როგორც ჩანს, მათ არ იცოდნენ, რომ შეღავათები ლიმიტირებული იყო. პედაგოგებს, რომლებსაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ, ხელფასი მხოლოდ 10 პროცენტით უნდა დაბეგვროდათ. როგორც ირკვევა, ხეობის საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა "საგადასახადო კოდექსი" არასწორად წაიკითხეს და გასულ წელს მასწავლებლებს საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ გადაახდევინეს.

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან გაიზრდება

აღნიშნული შემთხვევის გამო სახელმწიფოს მიმართ დავალიანება პანკისის კიდევ სამი სოფლის პდაგოგებს აქვთ.

მომხდარს შეცდომას უკვშირებს ომალოს სკოლის დირექტორი ბელა გუნაშაშვილი. მისი თქმით, კანონი სკოლებში არასწორად წაიკითხეს.

„ალბათ კანონს ღრმად ვერ ჩავწვდით და ვერ გავიაზრეთ. გადმოგზავნილ საბუთში რაღაც ბუნდოვნად ეწერა. იანვარში ისევ რომ მოვიდა ეს კანონი, ეჭვი შეგვეპარა და ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ ეს შეცდომა. გავივლით ყველა ისტანციაში და ვნახოთ, რა იქნება“, – აცხადებს ბელა გუნაშაშვილი.

ახმეტის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში კი აცხადებენ, რომ შეცდომას ყურადღება გვიან მიაქციეს – მას შემდეგ რაც საგადასახადო კოდქსის დეტალური განმარტებები მიიღეს.

„იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსით, რომელშიც, ალბათ, ბუნდოვნად იყო განმარტებული. როცა უკვე კანონში უფრო კარგად, დაზუსტებულად მოვიდა ეს პუნქტები, ამან კითხვები გააჩინა“, – აღნიშნა ახმეტის რაიონის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის დირექტორმა მანანა ნადიბაიძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განათლების საინისტროში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0