„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს

© photo: Kakha Kukava / FBკახა კუკავა
კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას აზრით, საარჩევნოდ გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლებას რეალური კონკურენცია გაუწიოს.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik.  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ არასაპარლამენტო პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანება და ერთიანი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდა.

საქართველოს მოსახლეობა 2017 წლის შემოდგომაზე ქალაქის მერებს, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და ქალაქისა და რაიონული საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.

კუკავა ერთიანი კანდიდატების ასარჩევად პრაიმერიზის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებს არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა“ და ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ კონკურენციის გაწევას. 

საპრლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველო არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის ჩატარებისთვის მზადაა

 „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მეხუთე წელია ხელოვნურად ცდილობს საქართველოში ორპარტიული სისტემა დაამკვიდროს, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პარტიები იქნება, დანარჩენი პარტიები კი თამაშგარე მდგომარეობაში იქნებიან“, — განაცხადა კუკავამ „Sputnik საქართველოსთან“.

ეს ორი პარტია დიდ დაფინანსებას, ადმინისტრაციულ და სხვა რესურსებს ფლობენ, სხვებს კი მათთან რეალური კონკურენციის საშუალება არ ეძლევათ, აღნიშნა მან.

 „თუ ჩვენ ერთიანი კანდიდატები გვეყოლება, ეს შესაძლებლობას მოგვცემს რეალურად გავიდეთ მეორე ტურში. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ გაერთიანებას, გაერთიანებას პრაიმერიზის საფუძველზე, რომელიც გამჭვირვალე და დემოკრატიული მექანიზმია კანდიდატების შესათანხმებლად“, — განაცხადა კუკავამ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, რითაც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობა. 


ყველა ახალი ამბავი
0