საქართველო არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის ჩატარებისთვის მზადაა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპრლამენტო არჩევნები
საპრლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრა შედეგების მეტ სანდოობას უზრუნველყოფს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში არჩევნებზე შესაძლოა კენჭისყრის ელექტრონული სისტემა ამოქმედდეს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

ელექტრონული სისტემის ამოქმედებას, როდესაც ამომრჩეველი არჩევანს კენჭისყრის კაბინაში კომპიუტერით აკეთებს, ოპოზიცია ჯერ კიდევ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე სთავაზობდა. იმ დროს ამ იდეას მხარდაჭერა არ მიუღია.

„რაც ნაკლები ადამიანის ხელი იქნება თუნდაც დათვლის პროცესში ჩარეული, ალბათ უფრო მეტად სანდოდ უნდა ჩაითვალოს ასეთი კენჭისყრის შედეგები. ჩვენ გვაქვს ტექნიკურად და ტექნოლოგიურად იმის მზაობა, რომ ვერანაირმა კიბერშეტევამ ეს პროცესი ვერ დააზიანოს“, — განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობამ იანვრის დასაწყისში კიბერუსაფრთხოების სტრატეგია მიიღო.

ცესკო - Sputnik საქართველო
საქართველოს ცესკო თვითმმართველობის არჩევნებზე 40 მილიონ ლარს დახარჯავს

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესწორებების შესატანად მზად არიან.

„როგორც კი მივიღებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას და ფართო კონსენსუსს გავმართავთ, ჩვენ მას მივიღებთ. ვადებზე ლაპარაკი კი ჯერჯერობით ნაადრევია“, — განაცხადა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელ ახალ მოწმობებზე —  ID-ბარათებზე გადაყვანა პრაქტიკულად დაასრულა.

ID-ბარათი — პირადობის დამადასტურებელი მაღალტექნოლოგიური ელექტრონული მოწმობაა, რომელიც ფალსიფიკაციისგან მაქსიმალურად დაცულია. ამ დოკუმენტის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება შორი მანძილიდან, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID-ბარათი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, და მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ დოკუმენტს იურიდიული ძალა გააჩნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0