თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად თითქმის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.
დადგენილების თანახმად, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოს ცესკომ საერთო ჯამში 39 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მათგან 28,1 მილიონი ლარი არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დაიხარჯება.
საარჩევნო კომისიების თანამშრომლებისათვის ტრენინგები 1 მილიონი ლარი დაჯდება, საარჩევნო სუბიექტების ტელერეკლამა – 2,2 მილიონი ლარი, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებაზე კი 7,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.