ბასილაშვილმა ფლორიდაში АТР-ს ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა ვერ შეძლო მემფისის წარმატების გამეორება, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ფინალამდე მივიდა. ფლორიდაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnuk. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე რაუნდში ბელგიელ სტივ დარსთან ორ სეტში წააგო 3:6, 5:7 და დელრეი-ბიჩში АТР სერიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა, იუწყება შეჯიბრების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ქართველ ჩოგბურთელს აშკარად ეტყობოდა დაღლა — ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის სოფიასა და მემფისში ტურნირებზე გამოვიდა და, შესაბამისად, ნახევარფინალამდე და ფინალამდე მივიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი მემფისში АТР სერიის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ამ დაღლილობის შედეგი იყო ბასილაშვილის მიერ დაშვებული უამრავი შეცდომა. ეს განსაკუთრებით ეხება პირველ სეტში მეორე ჩაწოდებას. ქართველმა სპორტსმენმა ბურთების მხოლოდ 32% მოიგო, მისმა მეტოქემ კი 50%.

გასაკვირი არაა, რომ დარსიმ საკმაოდ იოლად გააკეთა ორი ბრეიკი და უპირატესობა პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა დაწინაურება მოახერხა — 3:1, მაგრამ ამას კვლავ უკუსვლა მოჰყვა. დარსიმ მოახერხა პარტიაში წონასწორობის აღდგენა და შემდეგ — ბრეიკი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი უკვე ვეღარ გაუმკლავდა.

საბოლოოდ დაფიქსირდა ანგარიში 3:6, 5:7. ქართველმა ჩოგანმა ფლორიდაში გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა.

დელრეი-ბიჩში გამოსვლამ ბასილაშვილს 20 სარეიტინგო ქულა და 10 ათას აშშ დოლარზე მეტი მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0