სომხეთის პრემიერმა ქართველი კოლეგა სტუმრად დაპატიჟა

© Sputnik / Alexander Imedashviliსომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ–მინისტრი კარენ კარაპეტიანი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განამტკიცებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სომხეთის მთავრობის მეთაურმა კარენ კარაპეტიანმა ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია.

კარაპეტიანის აზრით, რომელიც თბილისში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს შეხვედრა და განვიხილოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები“, — განაცხადა კარაპეტიანმა თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კვირიკაშვილმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო
სომხეთის პრემიერი საქართველოში ახალი იდეებით ჩამოვიდა
 

„ბატონ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე, რომლის შემდეგ პრესკონფერენცია ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობენ.

დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი გააფორმეს ვაჭრობის, მწარმოებლების საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0